ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯაშუშობის საფრთხის გამო, ათამდე ჩინური ტექნოლოგიური კომპანია "შავ სიაში" შეიყვანა. გადაწყვეტილების მიზეზად, ბაიდენის ადმინისტრაციამ ინდუსტრიული შპიონაჟის საფრთხე და კომპანიების ჩინეთის სამხედრო ძალებთან შესაძლო კავშირები დაასახელა.
კომპანიებს შორისაა, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტები, ჰუავეი, შაომი და ზი-თი-ი. კომპანიებს ამერიკულ ბაზარზე შესვლა და ადგილობრივ კომპანიებთან თანამშრომლობა აეკრძალებათ.