სტამბოლში ქალების მიმართ ძალადობის მოწინააღმდეგეთა აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს.
ტაქსიმის მოედნისკენ მსვლელობა ათასობით ადამიანმა მოაწყო. ისინი თურქეთში, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ სასწრაფო ზომების მიღების მოითხოვდნენ.
პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა იყო შეტაკებაც. რამდენიმე თვის წინ თურქეთის მთავრობამ, სტამბოლის კონვენცია, რომელიც ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული დატოვა. ამ გადაწყვეტილების გამო ერდოღანი დასავლეთმა მწვავედ გააკრიტიკა.