20 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
2016-2021 წლებში ფიზიკურ პირებზე დარეგისტრირდა ტყის 18,000-ზე მეტი უბანი სადაც მყისიერად იჩეხება ტყეები 

ტყეების პრივატიზების საკითხი CENN, ადამიანის უფლებათა ცენტრმა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ ერთობლივი კვლევის შედეგები წარმოადგინეს. ირკვევა, რომ 2016-2021 წლებში, პოლიტიკისა და მართვის უწყებებისა და სატყეო დარგის კანონმდებლობის გვერდის ავლით, ფიზიკურ პირებზე დარეგისტრირდა ტყის 18,000-ზე მეტი უბანი. მოკვლეული ფაქტების მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიებზე მყისიერად იჩეხება ტყეები. 

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორის ალეკო ცქიტიშვილისა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) აღმასრულებელი დირექტორის ნანა ჯანაშია, მიმართვას ხელისუფლებას, რათა შეჩერდეს ტყის მიწების ამორიცხვისა და რეგისტრაციის პროცესი. მათივე თქმით, სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა განახორციელოს ტყის მიწების რეგისტრაცია. 

დღის ამბები