გუდაური-კობის მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა გაიწმინდა, რის გამოც დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.
თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრად-მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სხვა ავტომობილებისთვის მოძრაობა კი, თავისუფალი გახლდათ.