20 ნოემბერი 2024,   09:34
ვრცლად
700 ათას ლარამდე სახელფასო დავალიანება და დარღვეული შრომითი უფლებები - რუსთავის სამშობიაროს შრომითმა ინსპექციამ ჯარიმა დააკისრა

700 ათას ლარამდე სახელფასო დავალიანება და დარღვეული შრომითი უფლებები. რუსთავის სამშობიარო სახლის ხელმძღვანელი 120-ზე მეტი თანამშრომლის 2 წლის განმავლობაში ანაზღაურების გარეშე დატოვებას პანდემიით ხსნის.

რუსთავის სამშობიარო სახლს ჯანდაცვის სამინისტროს შრომითმა ინსპექციამ ჯარიმა დააკისრა და დავალიანების ასანაზღაურებლად ერთთვიანი ვადა დაუწესა.

კლინიკაში დასაქმებულებს ხელმძღვანელობის მიმართ პრეტენზიებზე კამერის წინ საუბარი არ სურთ, თუმცა პრობლემების არსებობას არ მალავენ. 

უხელფასოდ დატოვებული თანამშრომლების უფლებებს ის შრომითი ხელშეკრულებაც არღვევს, რომელსაც კლინიკაში მოაწერეს ხელი. შრომითი ინსპექციის დასკვნის თანახმად, მათ შორის არის უარი ხელფასიან შვებულებაზე, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებასა და დეკრეტულ შვებულებაზე. კლინიკის მფლობელი მზად არის, ფინანსური და სახელშეკრულებო პრობლემების გადაჭრისთვის, თუმცა 30-დღიანი ვადა არასაკმარისად მიაჩნია.

თუ თანამშრომლებს გაუცემელი ხელფასები არ დაუბრუნდებათ, პროფკავშირები სამართლებრივ ბრძოლას აპირებს. 

ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კლინიკას გაორმაგებული ჯარიმა და სხვა დამატებითი სანქციები ემუქრება. ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექცია რუსთავის სამშობიაროს მკაცრად გაკონტროლებას აანონსებს.

კანონდარღვევისთვის დაჯარიმებულ რუსთავის სამშობიარო სახლში მორიგი ინსპექტირება ზუსტად ერთ თვეში განხორციელდება.

დღის ამბები