20 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
საქართველოს სამთო გიდების ასოციაცია მსოფლიო ფედერაციის წევრი გახდა

საქართველოს სამთო გიდების ასოციაცია მსოფლიო ფედერაციის წევრი გახდა. საერთაშორისო სამთო გამყოლთა ორგანიზაცია, რომელიც 1965 წელს დაარსდა, მთელი მსოფლიოს გიდებს აერთიანებს. გამყოლების გილდიის გადაწყვეტილებით, ქართველი გიდების კვალიფიკაცია აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.

ქართველი გიდები უკვე სერტიფიცირებულად იმუშავებენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, მომავალ გიდებს საშუალება ექნებათ, უკვე საქართველოშიც მიიღონ ტურისტების მასპინძლობისთვის საჭირო ლიცენზია.  

 ავტორი: ნიკა ლებანიძე 

დღის ამბები