20 ნოემბერი 2024,   09:33
ვრცლად
გორის ჰოსპიტალში "ემპათიას" მულტიდისციპლინური ჯგუფი იმყოფება - ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობიან

მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია გრძელდება - მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი უკვე 7 დღეა აღარ შიმშილობს და საკვებს იღებს. ცოტა ხნის წინ, გორში ცენტრ "ემპათიას" ექსპერტთა მულტიდისციპლინური ჯგუფი, რომელშიც 8 სხვადასხვა პროფილის მქონე ექიმი შედის​, ისინი ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობიან.

"ცენტრი "ემპათია" უკვე დიდი ხანია ჩართულია სამედიცინო შემოწმებაში, მიმდინარეობს ექსპერტიზა, გაცემულია უკვე ორი დასკვნა. რაც შეეხება ექსპერტებს, ეს არის მულტიდისციპლინური ჯგუფი, სხვადასხვა სპეციალობის ექიმები. 8 ექიმი მონაწილეობს. ექსპერტიზა ნიშნავს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას, ასევე უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას და ასევე მონიტორინგს დოკუმენტაციის და შემდგომშიც გავუწევთ მონიტორინგს მდგომარეობას," - ამბობს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი. 

პარალელურად, ექსპრეზიდენტთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში დილიდან იმყოფებიან სახელმწიფო კონსილიუმის ექიმები. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ულტიმატუმი ორშაბათამდე შეჩერდა. პატიმარმა რადიკალურ ნაბიჯზე უარი ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ იმ არგუმენტით თქვა, რომ სასამართლო პროცესზე დასწრება შეძლოს, რომელიც ორშაბათს გაიმართება. წინააღმდეგ შემთხვევაში სააკაშვილი მკურნალობის კურსის შეწყვეტით იმუქრება.

დღის ამბები