პოპულარული ბრიტანული გამოცემა Guardian საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
ბრიტანელმა ჟურნალისტებმა საქართველოში 3 თვის წინ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურეს. პრესტურის შემდეგ კი, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი სტატია, ფოტო რეპორტაჟთან ერთად მოამზადეს.
"ტურიზმი ომალოს და საქართველოს მიტოვებისგან იხსნის" - ამ სათაურით The Guardian-ის ჟურნალისტი მკითხველს თუშეთში მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს, აღწერს თუშეთის სოფლებს, ხალხს, ადგილობრივთა ცხოვრებას და წეს-ჩვეულებას. სტატიაში ადგილობრივები თუშეთში როგორც ტურიზმის მნიშვნელობაზე, ასევე ეკოლოგიის დაცვაზე საუბრობენ.