20 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
ელენე ხოშტარია საავადმყოფოდან გამოეწერა

ელენე ხოშტარია საავადმყოფოდან გამოეწერა. ამის შესახებ პარტია "დროას" ლიდერი სოციალურ ქსელში თავად წერს. როგორც პოლიტიკოსი აანონსებს, ის ერთ კვირაში შეძლებს დაუბრუნდება საქმეებს.

"მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა ნიუ ჰოსპიტალს. ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია.

ვახტანგ კალოიანის მხარდაჭერის და დახმარების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ეხლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ

ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად, ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს.

ყველას ძალიან დიდი მადლობა,"- წერს ელენე ხოშტარია. 

დღის ამბები