20 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
"ჩემი მეუღლეა შიგნით, მკვდარია თუ ცოცხალია არ ვიცი..." - რა ხდება ტყიბულში

ტყიბულში, მიწის მასაში მოყოლილი ორი მამაკაცის ოჯახის წევრები და ახლობლები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან. ისინი მიწის მასიდან მათ ამოყვანას ელოდებიან, თუმცა რა მდგომარეობაში არიან 45 და 65 წლამდე მამაკაცები, მათთვის უცნობია.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურის საკუთარი განცხადებაში წერს, მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი ადამიანის ლოკაციამდე ჩასვლა, ის კონტაქტურია და ამ მომენტისთვის მაშველები ცდილობენ მის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანას. მან მაშველებს საკუთარი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია თავად მიაწოდა. პარალელურ რეჟიმი მიმდინარეობს მეორე ადამიანის ძებნა. 

"შიგნით ჩემი მეუღლეა, ჯერ არ გამოუყვანიათ და მკვდარია თუ ცოცხალი არ ვიცი," - ამბობს ერთ-ერთის მეუღლე. 

ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ დასაქმებულები ადგილზე მხოლოდ წყლის გასაწმენდად იყვნენ მისულები.

"წმენდითი მუშაობა იყო რომ წყალი არ დაგროვილიყო, აკაჩავებდნენ წყალს. გვეუბნებიან რომ კონტაქტური არისო და ისმის ხმაო." - ამბობს მიწის მასაში მოყოლილი მამაკაცების ახლობელი. 

მათივე ცნობით, ორივე დასაქმებული ტერიტორიაზე დილიდან იმყოფებოდა და შემთხვევაც დღის პირველ ნახევარში მოხდა. 

"დილის 7 საათიდან მუშაობდნენ ეს ბიჭები, კარიერზე მოიპოვებენ რაღაცას ორი კაპიკით არჩინონ ოჯახი. ორი კაცი იყო ვინც მუშაობდა, სახლში რომ არ მივიდნენ, მესამე წამოვიდა და რომ მოსულა ჩანგრეული დახვდა," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

 

დღის ამბები