იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წევრებმა, იტალიის რესპუბლიკაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის, გიორგი აფხაზის ახლად აღმოჩენილი საფლავი მოინახულეს. პატივი მიაგეს ქართველი დიპლომატის ხსოვნას, დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარე, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არიან
გიორგი აფხაზის საფლავის განახლება იტალიაში საქართველოს საელჩოს ჩართულობით და ინიციატივით განხორციელდა. საფლავი მოიძიეს ქართველმა ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ და „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობაში“ გამარჯვებულმა, ნენო გაბელიამ.