20 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
"გარკვეული პროტოკოლი შეჯერდება ჯანმოსთან" - რა ზომებს იღებს საქართველო "ომიკრონის" გავრცელების წინააღმდეგ

რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და დაემატება თუ არა ქვეყანაში არსებულ COVID 19-ის ქვეტიპებს კიდევ ერთი, მაშინ, როცა "ომიკრონით" ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოს ქვეყნებში ყოველდღიურად იზრდება.

ვირუსის ამ შტამისგან საქართველო, ჯერჯერობით, თავისუფალია, თუმცა ეპიდვითარება ქვეყანაში მძიმე რჩება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, "ომიკრონი"სხვა შტამებთან შედარებით უფრო ადვილად ვრცელდება და რეინფიცირების უფრო მაღალი რისკია მასთან დაკავშირებული.

"ეპიდსიტუაცია რთულია, განსაკუთებით ახლა, როცა ასეთი საგანგაშო საგანგაშო სიგნალები ისმის ევროპიდან და ახალი ინფორმაციები ვრცელდება ახალ შტამთან დაკავშირებით. ასე სწრაფად არ ყოფილა არასდროს რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შემაშფოთებელი სახელი მიენიჭებინა შტამისთვის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან საყურადღებოა და სიფრთხილე გვმართებს. 

უნდა დავაკვირდეთ რამდენიმე კვირის განმავლობაში. ჯერჯერობით, რაც იციან, არის ის, რომ შედარებით უფრო ადვილად ვრცელდება და რეინფიცირების უფრო მაღალი რისკია მასთან დაკავშირებული. 

შერჩევითად ჩვენთან სულ მიმდინარეობს შტამებზე ზედამხედველობა და ახლა მოვილაპარაკეთ, რომ გარკვეული პროტოკოლი შეჯერდება ჯანმოსთან, თუ სად უნდა მივიტანოთ ეჭვი და დავაკვირდეთ ქვეყანაში შტამების ცირკულაციას," - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები