20 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
კორონავირუსის ახალი Omicron ვარიანტი, შესაძლებელია, უკვე საფრანგეთშიც ვრცელდებოდეს - ოლივიე ვერანი

კორონავირუსის ახალი Omicron ვარიანტი, შესაძლებელია, უკვე საფრანგეთშიც ვრცელდებოდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მინისტრი ოლივიე ვერანი ავრცელებს, ახალი შტამის შესაკავებლად კი მთავრობა შეზღუდვებს ამკაცრებს. 

"ჯერ ახალი შტამი იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა მიმდინარეობს კვლევა. მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებში, იტალიაში, ბელგიაში, ასევე ინგლისში გავრცელდა, "ომიკრონი", სავარაუდოა, რომ საფრანგეთშიც უკვე იყოს გავრცელებული, რომელსაც გამოვავლენთ და შეძლებისდაგვარად, შევაფერხებთ მის გავრცელებას,"-აცხადებს საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი.  

"ომიკრონი" პოტენციურად უფრო გადამდებია, ვიდრე წინა ვარიანტები, თუმცა ექსპერტებმა ჯერ არ იციან, გამოიწვევს თუ არა უფრო მძიმე შედეგს ვიდრე Covid-19 სხვა შტამები. 

ცნობისთვის, საფრანგეთი ვირუსის მეხუთე ტალღის შუაგულშია. შაბათს 37000-ზე მეტი დადებითი შემთხვევა დაფიქსირდა. ასევე იზრდება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების რაოდენობა. 

დღის ამბები