20 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
არის თუ არა "ომიკრონის" მიმართ "ფაიზერი" ეფექტიანი - კვლევის შედეგები სულ მალე გახდება ცნობილი

ისრაელი პირველი ქვეყანაა, რომელმაც უცხოელი მოგზაურებისთვის კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შემდეგ საზღვრები დაკეტა. სამხრეთ აფრიკასთან საზღვრები ჩაკეტა ავსტრალიამაც და სავალდებულო კარანტინი გამოაცხადა აფრიკის 9 სახელმწიფოდან ყველა ვიზიტორისთვის.

აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი, ენტონი ფაუჩი არ გამორიცხავს, რომ ახალი ვარიანტი უკვე შეერთებულ შტატებშიც იყოს გავრცელებული. ახალ ზომებს იღებენ დიდ ბრიტანეთშიც. სამხრეთ აფრიკაში კი ექიმები შიშობენ, რომ საავადმყოფოები კოლაფსის ზღვარზე აღმოჩნდება. საყურადღებოა, რომ ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება ახალგაზრდებშიც.

ამ ფონზე ფარმაცევტული კომპანიები იკვლევენ არის თუ არა საჭირო ვაქცინების კორექტირება. "ფაიზერი" კვლევის შედეგებს ორი კვირის ვადაში ელოდება.

ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა იტალიასა და ავსტრალიაში. იტალიაში შესული ინფიცირებული პირი მოზამბიკში იმყოფებოდა. ახალი შტამის აღმოჩენა მოგზაურობას უკავშირდება ავსტრალიაშიც. ქვეყანაში ვარაუდობენ, რომ "ომიკრონის" გავრცელების შეჩერება შეუძლებელი იქნება, ამიტომ
სამხრეთ აფრიკასთან საზღვრები ჩაკეტა და სავალდებულო კარანტინი, აფრიკის 9 სახელმწიფოდან ყველა შემომსვლელისთვის გამოაცხადა. სხვა ქვეყნებიდან ჩასული პირები კი, ვალდებული არიან 72 საათიანი კარანტინი გაიარონ.

ასევე,"ომიკრონის" 13 შემთხვევა დაფიქსირდა ნიდერლანდებში. ვირუსი ქვეყანაში სამხრეთ აფრიკიდან შესულ მგზავრებს დაუდასტურდათ. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდისა და ახალი ვარიანტის, ევროპაში გამოჩენის გამო ქვეყანაში შეზღუდვები კიდევ უფრო მკაცრდება. მომდევნო სამი კვირის განმავლობაში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, მათ შორის კაფეები, მუზეუმები და კინოთეატრები 17:00 საათზე დაიხურება.

ახალი შტამის გავრცელების გამო შეზღუდვები წესდება გაერთიანებულ სამეფოშიც. მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომდევნო კვირიდან პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო გახდება, ხოლო ახალი შტამის მქონე პირის კონტაქტებს 10-დღიან კარანტინში მოათავსებენ. ის პირები რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში ჩავლენ ვალდებულები იქნებიან PCR ტესტი ჩაიტარონ, უარყოფითი პასუხის მიღებამდე კი იზოლაციაში უნდა გადავიდნენ.

დღის ამბები