საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სადაც 7 ნოემბრის საქმეზე მე-3 პრეზიდენტის პროცესი მიმდინარეობს მმართველ გუნდში ეხმაურებიან და გარკვეული მოწოდებები კეთდება.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ექსპრეზიდენტის მხარდამჭერებსა და მის ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს მოერიდონ ყველანაირ დესტრუქციულ ქმედებებს.
"მიხეილ სააკაშვილი, როგორც იცით ესწრება სასამართლო პროცესს, თუმცა მის მიმართ გამოყენებული სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესაძლებლობა ნამდვილად ჩრდილმიყენებული იქნება იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს წინ აღნიშული აქციები განსაკუთრებულ ძალადობრივ ქმედებებს გამოამჟღავნებენ ისევე, როგორც მისი სასამართლოს მიყვანა იცით, რომ პროკურატურის მხრიდან იყო დასაბუთებული, რომ შეიძლება ყოფილიყო გარკვეული საფრთხის მატარებელი.
ამიტომ მოვუწოდებ მის მხარდამჭერებს მისივე ინტერესების გათვალისწინებით, თავის შეიკავონ ყველანაირი დესტრუქციული ქმედებისგან,"- განაცხადა ნინო წილოსანმა.