საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ იწყებს საპარტნიორო ფონდის რეფორმას.
პრემიერის თქმით, ფონდის რესტრუქტურიზაცია და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში დეკემბერში დარეგისტრირდება.
"ვიწყებთ საპარტნიორო ფონდის რეფორმას. მოხდება ფონდის რესტრუქტურიზაცია. ამის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში დეკემბერში დარეგისტრირდება,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.