20 ნოემბერი 2024,   13:12
ვრცლად
80 გარდაცვლილი და 5 050 დადასტურებული შემთხვევა - კორონავირუსის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 5 050 შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov-ზე განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ვირუსს 80 ადამიანი ემსხვერპლა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 214 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით 53 854-ს შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენს, დღიური - 9,38%, ბოლო 14 დღის - 8,96%, ბოლო 7 დღის - 8,95%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 050 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი თბილისშია - 1 821 შემთხვევა, შემდეგ კი იმერეთი - 865, აჭარა - 240, ქვემო ქართლი - 293, შიდა ქართლი - 482, გურია - 160, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 475, კახეთი - 317, მცხეთა-მთიანეთი - 172, სამცხე-ჯავახეთი - 156, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 69.

ამ ეტაპზე, კორონავირუსს საქართველოში 45 362 პაციენტი ებრძვის.

დღიურად აცრილია 13 603 ადამიანი.

დღის ამბები