20 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" საქართველოში გავრცელების შემთხვევაში, ის დომინანტური მხოლოდ 3-4 თვის შემდეგ გახდება - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

კორონავირუსის ახალი შტამის "ომიკრონის" საქართველოში გავრცელების შესაძლებლობის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა "რუსთავი2"ეთერში, გადაცემა "სხვა შუადღეში" ისაუბრა.

კითხვაზე, რამდენად სწრაფად შესაძლოა შემოაღწიოს ახალმა შტამმა საქართველოში, კულუმბეგოვმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ უახლოესი 3-5 თვის განმავლობაში ახალი შტამი, რომელიც სამხრეთ აფრიკის ქვეყნებში გავრცელდა, საქართველოს ტიპის ქვეყანაში დომინანტური ვერ გახდება, შესაბამისად ეს დრო უნდა გამოვიყენოთ იმ დელტა ვარიანტთან საბრძოლველად, რომელიც ამ ეტაპზე ქვეყანაში დომინირებს, მასთან ბრძოლის ერთადერთი ეფექტური საშუალება კი ის ვაქცინებია, რომელიც დაზუსტებით ვიცით, რომ COVID-19-ის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურად მოქმედებს. 

ამასთან, როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა ხაზგასმით აღნიშნა, სამხრეთ აფრიკის იმ ქვეყანაში, სადაც ახალი "ომიკრონის" შტამი დაფიქსირდა, პაციენტების უმრავლესობა აუცრელია. 

"რომ დავუშვათ თეორიულად, რომ ომიკრონი გახდება დომინანტური ვარიანტი, რა შესაძლებლობა აქვს მას გავრცელების კუთხით თუნდაც საქართველოს ტიპის ქვეყანაში შემოსვლიდან დომინანტურობამდე, ანუ მაქსიმალურად რომ მოიცვას დაავადებული ადამიანები - ამას 3-4 თვე დააგვიანდება.

ჩვენ 3-4 თვე დელტა ვარიანტის ქვეშ ვცხოვრობთ, რომელიც ხედავთ, დღეში 80 ადამიანის ტრაგედიას იწვევს, ერთი თვის განმავლობაში 1500-მდე ადამიანს გვიკლავს. ამიტომ, შემდგომი 4-5 თვე ჩვენ გვაქვს დელტა ვარიანტი, რაზეც ნამდვილად ვიცით, რომ ვაქცინები მუშაობს. დღეს ძალიან კარგი დღეა, რადგან 13 ათასი ადამიანი აიცრა საქართველოში ანუ ბოლო პერიოდში ყველაზე მაღალი რიცხვი დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვალება სამწუხაროდ, რეკორდული დაფიქსირდა.

ყველას ვთხოვთ, რომ სანამ დელტა ვარიანტი დომინირებს ქვეყანაში და გაზაფხულამდე სავარაუდოდ ასე იქნება, ომიკრონის დომინანტურობამდე, ჩვენ ახლა უნდა ვებრძოლოთ დელტა ვარიანტს.

სამხრეთ აფრიკის ქვეყნაში, სადაც პაციენტები გაეზარდათ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მძიმე პაციენტების ხარჯზე ეს არ მომხდარა და იმ ქვეყანაში, ომიკრონით დაავადებული პაციენტების უმეტესობა არის აუცრელი ანუ კლინიკები არ გაივსო აცრილი ადამიანებით და არ შეივსო გადატანილი ინფექციის ადამიანებით, რაც ძალიან დამაიმედებელი პროგნოზის საშუალებას იძლევა და ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, გამოვიყენოთ ეს შანსი და გაიკეთოს პირველი და მეორე დოზა და ვისაც ეკუთვნის გაიკეთოს ბუსტერული დოზა ვაქცინის," - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა "სხვა შუადღეში

დღის ამბები