ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაცია საპარტნიორო ფონდის რეორგანიზაციას ითხოვს.
ახალი ინიციატივა, რომ ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს, აფბასთვის მიუღებელია.
როგორც ასოციაციაში აცხადებენ, ორგანიზაციას საკუთარი ფინანსებით ფუნქციონირების საშუალება აქვს და სახელმწიფოსგან დახმარება არ სჭირდება. სწორედ ამ თემაზე ესაუბრნენ აფბას წევრები საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლებს.