20 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
Google და Apple 10 მილიონი ევროთი დაჯარიმდნენ - მიზეზი მომხმარებელთა მონაცემების მოპოვება და მათი კომერციული მიზნების გამოყენებაა 

იტალიის მარეგულირებელმა ანტიმონოპოლიურმა ორგანომ Google Ireland-ისა და Apple Distribution International-ის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაასრულა.

ორივე კომპანიას 10 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრება, რაც ამჟამად მოქმედი კანონით გათვალისწინებული მაქსიმალური ღირებულებაა.

ჯარიმა დაკავშირებულია სამომხმარებლო კოდექსის ორ დარღვევასთან, რომლებიც  ანტიმონოპოლიური ორგანიზაციის მიერ დადგინდა. ერთი - ინფორმაციის ნაკლებობის და მეორე  - აგრესიული პრაქტიკის გამო, რაც მომხმარებელთა მონაცემების მოპოვებას და მათი კომერციული მიზნებისთვის გამოყენებას უკავშირდება.

 

 

დღის ამბები