ლოპოტას ხეობაში ლაფანყურის მოსახლეობაა შეკრებილი. ისინი ჰესის მშენებლობის შესაძლო დაწყებას აპროტესტებენ.
მოსახლეობის განცხადებით, კომპანია "ართანა" ლოპოტას სამუშაოებისთვის ნებართვა არ აქვს და პროცესი თვითნებურად დაიწყეს.
სოფლის მცხოვრებლების თქმითვე, მდინარე ლოპოტაზე 5.9 მგვტ სიმძლავრის ჰესის ასაშენებლად ხეობაში კომპანიის წარმომადგენლებმა სამშენებლო მასალა უკვე მიიტანეს, თუმცა ისინი დაშლას მანამდე აპირებენ, სანამ კომპანიის წარმომადგენლები ტერიტორიას არ დატოვებენ.
თავის მხრივ პროექტის მენეჯერი აცხადებს, რომ ყველა შესაბამისი უწყებისგან აქვთ ნებართვა და სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.
"ლოპოტა 1" ჰესის აშენებას სოფელ ლაფანყურიდან 7 კილომეტრში, შპს "ართანა ლოპოტა" აპირებს. ჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მდინარე რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მილებში მოექცევა, რის გამოც სოფელი წყლის გარეშე დარჩება.
ბოლო წლების განმავლობაში პროტესტის ეს არაერთი შემთხვევაა, როდესაც მოსახლეობას კომპანიას სამუშაოების დაწყების ნებართვა არ მისცე. ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული.