ბოლო შესარჩევი ტური ნახევარფინალამდე - "ნიჭიერის" დღევანდელ ეპიზოდში, რომელიც "კურიერის" დასრულებისთანავე დაიწყება, გაირკვევა, ვინ მოხვდება იმ 30 მონაწილეს შორის, რომლებიც ყველაზე ნიჭიერის წოდებისთვის იბრძოლებენ.
სანახაობა მეგა შოუში დღესაც შთამბეჭდავია. უკვე ერთ კვირაში კი ხმის უფლებით ნიჭიერში მაყურებელი შემოდის. მომავალი სამშაბათიდან, სწორედ ხალხი გადაწყვეტს ვინ განაგრძობს ბრძოლას ფინალური საგზურის მოსაპოვებლად.
დღეს ჟიურის უკანასკნელი შანსი აქვს შეავსოს ნიჭიერთა 30 კაციანი კვოტა.