16 ნოემბერი 2024,   11:22
ვრცლად
სააკაშვილისთვის წაყენებული ნებისმიერი ბრალი თავისუფალი სასამართლოს არარსებობის პირობებში პოლიტიკური დევნის ნაწილია - პაატა მანჯგალაძე

ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმეზე ოპოზიციისა და მმართველ გუნდში განსხვავებული შეფასებები კეთდება. სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე, ოპოზიციის ნაწილისთვის მხოლოდ პიჯაკების საქმეა.

ოპოზიციაში სასამართლო პროცესის უნდობლობაზეც საუბრობენ:

"ამ სასამართლო პროცესის მიმართ არ არსებობს არანაირი ნდობა, ცხადია არც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებში და არც ქვეყნის შიგნით. ეს არის ერთგვარი შოუ, რომელიც ხელისუფლების მხრიდან არის დადგმული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. კარგია რომ მიხეილ სააკაშვილს ეძლევა შესაძლებლობა, გამოიყენოს ეს სხდომა იმისათვის, რომ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს," -აცხადებს სალომე სამადაშვილი.

"მიხეილ სააკაშვილის მიმართ წაყენებული ნებისმიერი ბრალი თავისუფალი სასამართლოს არარსებობის პირობებში, არის პოლიტიკური დევნის ნაწილი," - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ექსპრეზიდენტის სასამართლო პროცესს. 

დღის ამბები