ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე ისაუბრა, რომელიც პუტინს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჰყავს განთავსებეული.
"მოლდოვის თანხმობის გარეშე რუსეთს კვლავ ჰყავს ძალები დნესტრისპირეთში,"- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ენტონი ბლინკენმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ უკრაინასთან მინსკის შეთანხმებების ფარგლებში შეუსრულებელ ვალდებულებებზე და განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებების შესრულება განახლებული კრიზისის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა.