16 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
2008 წლის ბუქარესტის პირობას ვერ გადავუხვევთ და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა - გაბრიელიუსი

ლავროვის მუქარას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სტოკჰოლმშივე უპასუხა. დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ეს მოსკოვის ჩვეული რიტორიკაა.

საქართველოს კურსი ურყევია და ახლა მეგობრებსაც უფრო მეტი აქტიურობა მართებთ, იმისთვის, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაცემული პირობა რეალობად იქცეს. დღეს აქტიური იყო საერთაშორისო საზოგადოება. პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცალსახად თქვეს, რომ ემიჯნებიან რუსეთის მიდგომას და ერთგულები რჩებიან ნატოს ღია კარის პოლიტიკის.

ლიიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ლიეტუვა ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუშალოს რუსეთს. 

"ჩვენ ერთის მხრივ, უნდა დავარწმუნოთ პარტნიორები და ამასთან, გავუგზავნოთ მტკიცე გზავნილი მოსკოვს, რომ 2008 წლის ბუქარესტის პირობას ვერ გადავუხვევთ და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა. შესაძლოა არ არსებობდეს კონსენსუსი იმაზე, თუ როდის მოხდება ამ გადაწყვეტილების მატერიალიზება, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მაგიდაზე უნდა დარჩეს და ლიეტუვა ამას მხარს დაუჭერს. რუსეთი ფიქრობს, რომ კონსენსუსის ნაკლებობამ, შესაძლოა ევროპას 2007 წლის მოცემულობაში დაბრუნებისკენ უბიძგებს. ჩვენ მტკიცედ უნდა ვაჩვენოთ, რომ ამას არ ვაპირებთ. ჩვენ უნდა დავადასტუროთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთს ხელი შევუშალოთ ხელშემშლელ ნაბიჯებში, ესაა მთავარი გზავნილი და ნატოს გენერალურმა მდივანმაც გუშინ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მესამე ქვეყანას არ აქვს უფლება განსაზღვროს სხვა სახელმწიფოს არჩევანი ნატოს წევრობაზე,"- აცხადებს გაბრიელუსი. 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მომხრეა.

მევლუთ ჩავუშოღლუს მედიის წარმომადგენლებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

"მე არ ვაფასებ ხოლმე სხვა კოლეგების პოზიციებს, თუმცა შემიძლლია თურქეთის პოზიცია გაგიზიაროთ ამ საკითხზე. თურქეთი ნატოს ღია კარის პოლიტიკას უჭერს მხარს, ისევე როგორც ევროკავშირის გაფართოვების პოლიტიკას, იმის მიუხედავად ვის გაწევრიანებაზეა საუბარი: ჩვენს წევრობაზე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების წევობაზე თუ ვინმეს სხვას - საქართველოს გაწევრიანების დროზე კითხვები დასავლელ პარტნიორებს უნდა ჰკითხოთ, თურქეთის პოზიცია დიდი ხანია ცნობილია. ნატოს მინისტერიალზე კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინისა და საქართველოს მისწრაფებებს,"- აცხადებს ჩავუშოღლუ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია. მისივე თქმით, ცეცხლს ეთამაშება ის, ვინც მუდმივად იმეორებს ბუქარესტის თეზისს და ამტკიცებს, რომ ნატო-ს გაფართოების საკითხებში მესამე მხარეს არ აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია.

დღის ამბები