16 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
როგორი იქნება საარჩევნო ბარიერი და შეასრულებს თუ არა ოპოზიცია "ოცნების" წინაპირობებს - საკონსტიტუციო ცვლილებები კვლავ უთანხმოების მიზეზი ხდება

ოპოზიცია ხელისუფლებას კიდევ ერთი დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პირველი მოსმენით უკვე მიღებულია, შეიძლება კიდევ შეიცვალოს.

საარჩევნო ბარიერის საკითხი განხილვადი მას შემდეგ გახდა, რაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენის დროს პროექტიდან ამოიღებენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ ჩანაწერს "მომდევნო არჩევნები" და, ამასთან, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 2%-იანი ბარიერის საკითხიც.

ოპოზიციის ნაწილისთვის პრობლემა არა 2%-იანი ზღვარია, არამედ ის, რომ "ქართული ოცნება" არ სცემს შეთანხმებას პატივს; ნაწილი კი აცხადებს, რომ 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში, ქვეყანა კვლავ ორპარტიული იქნება.

საკითხზე დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმაც ისაუბრა და სამწუხარო ფაქტი უწოდა. "ქართულ ოცნებას" კი თავისი არგუმენტია აქვს - მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ცვლილებების მიღებას თავისი პირობები აქვს, რაც ოპოზიციის კონსტრუქციულ რეჟიმში დაბრუნებას გულისხმობს. უმრვალესობის დეპუტატების განცხადებით, მომდევნო არჩევნების შესახებ ჩანაწერი შეთანხმების იდეას ეწინააღმდეგება. ამბობენ იმასაც, რომ დაბალი ბარიერის საკითხი, შესაძლოა, განხილვის საგანი გახდეს, თუმცა, იქვე საუბრობენ მის უარყოფით შედეგებზე.

პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები მომდევნო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ 2 პროცენტიან ბარიერს ითვალისწინებს. პოლიტიკური დავის საგანი ახლა ბარიერის კონკრეტული პროცენტი და არჩევნების ზუსტის თარიღის განსაზღვრაა.

ამავე თემაზე
დღის ამბები