16 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი FIBA-ს ევროპის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი FIBA-ს ევროპის პრეზიდენტ თურგაი დემირელს შეხვდა.

მხარეებმა ქართული კალათბურთის სფეროში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და ევრობასკეტ 2022-ის სამუშაო პროცესების მონიტორინგის შედეგები მიმოიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა და თურგაი დემირელმა კალათბურთის სფეროში ქართველი სპორტსმენების მიერ მიღწეული წარმატებები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მისასალმებელია, რომ FIBA-ს ევროპის ბორდის წევრებს შორის საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი გიორგი ქართველიშვილია, რომელიც FIBA -ევროპის ბორდის წევრი და FIBA-ევროპის იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტია.
 ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის (FIBA) ხელმძღვანელთა ვიზიტი თბილისში კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული კალათბურთის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას და ის ნდობის მაღალი ხარისხის მაჩვენებელია.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას FIBA-ს ევროპის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, საფრანგეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჟან-პიერ სიუტატი, FIBA-ს ევროპის აღმასრულებელი დირექტორი   კამილ ნოვაკი, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი, FIBA-ევროპის ბორდის წევრი და ევროპის იურიდიული კომიტეტის პრეზიდენტი გიორგი ქართველიშვილი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული ესწრებოდნენ.

დღის ამბები