16 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
არ მახსენდება რუსულ ენაზე დაგვესვა შეკითხვა ევროკავშირის ტერიტორიაზე, მარია ზახაროვამ ამით აქცენტი მეორეხარისხოვან საკითხზე გადაიტანა - თამარ ნუცუბიძე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი, ლავროვის პრესმდივანი მარია ზახაროვა რუსეთის ცენტრალური არხის მთავარი თოქ-შოუს პირდაპირ ეთერში "კურიერის" კორესპონდენტს, თამარ ნუცუბიძეს რამდენიმე წუთის განმავლობაში აკრიტიკებდა. როგორც ირკვევა, მარია ზახაროვა და არამარტო ის, საშინლად გაღიზიანებულია და თამარ ნუცუბიძის მიერ ინგლისურ ენაზე დასმულ კითხვას ვერ ივიწყებს.

როგორია თავად თამარ ნუცუბიძის მოსაზრება მარია ზახაროვას მხრიდან წამოსულ კრიტიკაზე. როგორც "რუსთავი2"-ის ევროპის ბიუროს ჟურნალისტი ამბობს, ამ ქმედებით, მარია ზახაროვა შეეცადა აქცენტი მთავარი თემიდან მეორეხარისხოვან საკითხზე გადაეტანა:

"მარია ზახაროვასთან საუბარი მქონდა რუსულ ენაზე, თუმცა საერთოდ არ იყო დღის წესრიგში თვითონ ბრიფინგზე რა ენაზე დავსვამდი შეკითხვას. გამომდინარე იქიდან, რომ "რუსთავი 2"-ს დიდი ხანია ბიურო აქვს ევროკავშირის დედაქალაქში, ჩვენ არაერთხელ გვქონია შესაძლებლობა სერგეი ლავროვისთვის შეკითხვა დაგვესვა. არ მახსენდება, რომ რუსულ ენაზე დაგვესვა შეკითხვა ევროკავშირის ტერიტორიაზე. ამიტომ, ჩემთვის საკმაოდ უცნაური იყო, როდესაც მარია ზახაროვამ მოითხოვა კითხვა დამესვა რუსულად და არა ინგლისურად და ჩემი აზრით ამით ფაქტიურად გადაიტანა აქცენტი მეორეხარისხოვან საკითხზე.

მთავარი კონტენტი კი ის იყო, რომ სწორედ საქართველოს და ნატოს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, გაწევრიანდება თუ არა საქართველო ნატოში და მოსკოვის განცხადებების შემდეგ საინტერესო იყო არის თუ არა ეს მუქარა. თუმცა რუსულმა მხარემ მთავარი აქცენტი გააკეთა სწორედ შეკითხვის ენაზე,"- განაცხადა თამარ ნუცუბიძემ.

დღის ამბები