16 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
"დასხდნენ და ძველი საკრებულოს შემადგენლობით მიიღეს გაუგონარი ბიუჯეტი"- მაია კალანდია ზუგდიდში  ენმ-ის მიერ გამართულ აქციაზე​

ოპოზიცია ზუგდიდის მერიასთან აქციას მართავს. ისინი 2021 წლით თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაში მმართველ გუნდსა და საოლქო საარჩევნო კომისიას ადანაშაულებენ და საკრებულოში კრიზისის შექმნასაც ამას უკავშირებენ. საკრებულოს პირველ სხდომაზე, ზუგდიდში თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. სხდომა ოპოზიციურმა პარტიებმა დატოვეს. ზუგდიდში მყარი უმრავლესობა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს.

როგორც ენმ-ის  საკრებულოს წევრი მაია კალანდია ამბობს ზუგდიდში საკრებულოს შემადგენლობით მიიღეს გაუგონარი ბიუჯეტი.

"დასხდნენ და ძველი საკრებულოს შემადგენლობით მიიღეს გაუგონარი ბიუჯეტი,სადაც საკრებულოს თავმჯდომარეს გაუზარდეს ხელფასი ორჯერ და ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს 6 მოადგილე. არ არის მოქალაქეთა ინტერესები გათვალისწინებული და ეს გათვლილია იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად მომძლავრდნენ და იყვნენ კარგად, კომფორტულად და თბილად,"- ამბობს მაია კალანდია. 

დღის ამბები