საქართველოს რეფორმების ასოციაციამ, ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა.
საუბარი საქართველოს აღმოსავლეთთან პარტნიორობის მნიშვნელობას შეეხო, რას აპირებს საქართველო 15 დეკემბრის სამიტისთვის და როგორია მათი მოლოდინები დეკლარაციასთან დაკავშირებით.
"როგორც არასდროს, ისეთი მნიშვნელოვანია დღეს საქართველოს ურთიერთობა ევროკავშირთან. პოლიტიკურად, ეკონომიურად, მართლმსაჯულების სფეროში; პოლიტიკურად, იმიტომ რომ ევროკავშირს აშშ- სთან ერთად შეუძლია, საქართველომ განახორციელოს თავისი ხალხის ისტორიული არჩევანი და არ დაბრუნდეს რუსეთის გავლენის სფეროში და შესაბამისად, იაროს წინ, ევროკავშირში და ნატოში გასაწევრიანებლად,"- თქვა "საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დირექტორმა პაატა გაფრინდაშვილმა.