16 ნოემბერი 2024,   10:57
ვრცლად
"ბავშვებში საარჩევნო აგიტაციადაც კი შეიძლება განვიხილოთ" - რომან გოცირიძე ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის ჩანაწერზე

მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოები ისევ ურთიერთბრალდებების საგანია - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შესახებ გაკეთებულ ჩანაწერებთან ერთად, კრიტიკის საგანი "ქართული ოცნების" დამფუძნებელს უკავშირდება, სადაც ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედად არის მოხსენიებული.

რომან გოცირიძის შეფასებით, ჩანაწერი პროპაგანდისტულია და ბავშვებში საარჩევნო აგიტაციადაც კი შეიძლება განვიხილოთ.

"თუკი გარკვეული პირები იქნებიან მოხსენიებულნი სახელმძღვანელოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქრონოლოგიური. აქ კრიტიკის საკითხია შეფასებები - ქათინაურები, დითირამბები - "დიდმა მეცენატმა საქართველო იგი გაუყენა მორიგი დემოკრატიის გზას" და ა.შ... ეს არის, პირდაპირ, აპოლოგეტიკური. ბავშვებში საარჩევნო აგიტაციადაც კი შეიძლება განვიხილოთ ეს, როდესაც მე-9 კლასელი სამი წლის შემდეგ იქნება ამომრჩეველი. ეს არის პროპაგანდისტული ჩანაწერი, რომელიც ემსახურება "ქართულ ოცნებას,"" - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცნობისათვის, საზოგადოების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს პროგრამიდან ამოღებას ითხოვს. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, "ვარდების რევოლუციას" და ბიძინა ივანიშვილს ეხება.

დღის ამბები