16 ნოემბერი 2024,   10:58
ვრცლად
გვაინტერესებს, შერიგება მიხეილ სააკაშვილს როგორ წარმოუდგენია, ვიდრე ის ციხეშია, შერიგება არ გამოვა​ - იაგო ხვიჩია

"გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ექსპრეზიდენტი ეროვნულ შერიგებაზე საუბრობს. როგორც ხვიჩია ამბობს, ვიდრე სააკაშვილი ციხეშია, შერიგება არ გამოვა.

"ძალიან გვინდა, დამატებითი ინფორმაცია მივიღოთ. ვახტანგ მეგრელიშვილი მზად არის, მიხეილ სააკაშვილს შეხვდეს, რა თქმა უნდა, თუ ეს მისი სურვილიც იქნება. ჩვენ გვაინტერესებს, შერიგება მიხეილ სააკაშვილს როგორ წარმოუდგენია. ნათქვამი – შემირიგდი, შენი დედაც ვატირე, სერიოზული არ არის. ვფიქრობთ, მიხეილ სააკაშვილს ამ თემაზე სერიოზული არგუმენტები და პოზიცია ექნება. ვიდრე მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, შერიგება არ გამოვა. მისი ციხიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა აპატიოს. ეს როგორ უნდა მოხდეს, დრომ უნდა გვაჩვენოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის: მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, გუშინ პირად "ფეისბუქ" გვერდზე გამოაქვეყნა წერილი ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით.

„უახლოეს მომავალში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. გონს თუ მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“, – ნათქვამია ექსპრეზიდენტის წერილში. 

დღის ამბები