16 ნოემბერი 2024,   11:01
ვრცლად
ჯო ბაიდენი მხარს უჭერს იდეას, რომ ქვეყნებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ არჩევა, თუ ვისთან ასოცირდებიან - ჯეიქ სალივანი​

ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის 2-საათიანი ისტორიული ვიდეოკონფერენციის შემდეგ განსხვავებული შეფასებები კეთდება. მოლაპარაკების შემდეგ ინფორმაცია კრემლმაც და თერთმა სახლმაც გაავრცელეს.

როგორც ირკვევა, რუსეთი ითხოვს იურიდიულ გარანტიებს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.

"ვლადიმირ პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ არ ღირს პასუხისმგებლობის რუსეთის მხრებზე აკიდება, რადგან სწორედ ნატოს აქვს უკრაინის ტერიტორიის გამოყენების და ჩვენს საზღვრებთან სამხედრო პოტენციალის თავმოყრის საშიში მცდელობები. ამიტომ, რუსეთი სერიოზულად არის დაინტერესებული, მიიღოს საიმედო, იურიდიულად დაფიქსირებული გარანტიები, რომლებიც ნატოს აღმოსავლეთ გაფართოებას გამორიცხავენ“ - წერია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ვიდეო შეხვედრის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიქ სალივანმა პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ბაიდენი პუტინთან პირდაპირი და ერთმნიშვნელოვანი იყო. პოტენციურ ეკონომიკურ სანქციებზე საუბრის დროს მიანიშნა, რომ ამერიკა, მოკავშირეებთან ერთად, მზად არის ისეთი ნაბიჯებისთვის, რომლებიც 2014 წელს, ყირიმის ანექსიის დროს არ გადაუდგამთ.

პრესკონფერენციაზე დაისვა მთავარი შეკითხვა - იყო თუ არა პუტინისგან მოთხოვნა, არ დაუშვან უკრაინის ალიანსში გაწევრიანება და ხომ არ დათმო რამე პრეზიდენტმა. სალივანის პასუხი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი იყო. 

"მკაფიოდ და პირდაპირ გეტყვით, რომ რომ მას მსგავსი ვალდებულებები არ აუღია და დათმობებზე არ წასულა. ის მხარს უჭერს იდეას იმის შესახებ, რომ ქვეყნებს თავისუფლად უნდა შეეძლოთ არჩევა, თუ ვისთან ასოცირდებიან," - ამბობს ჯეიქ სალივანი. 

დღის ამბები