19 მაისი 2024,   17:28
ვრცლად
"ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე, იმიტომ, რომ ვართ მართლები" - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეც განიხილება. პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. გამოძიების კითხვებს მამუკა ხაზარაძის შემდეგ ბადრი ჯაფარიძე და ვატო წერეთელი უპასუხებენ. ადვოკატის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ადასტურებს მათი დაცვის ქვეშ მყოფების ბრალეულობას.

"არანაირი ფულის გათეთრება და ფულის მითვისება ამ, საქმეში არ არის. ამ საქმეს არ გააჩნია არც დაზარალებული - ჩვენს გარდა, ჩემი და ბადრის გარდა. არ გააჩნია არც მომჩივანი. ბრძოლა გაგრძელდება, არაფერს არაფერი არ დაეთმობა, როცა სიმართლეზეა საუბარი. ამ ბრძოლას ჩვენ გავაგრძელებთ ბოლომდე, იმიტომ, რომ ვართ მართლები,"- აცხადებს მამუკა ხაზარაძე. 

შეგახსენებთ, რომ "ლელოს" დამფუძნებლებს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ. ამავე საქმეში ბრალი წარდგენილი აქვს ავთანდილ წერეთელს.

დღის ამბები