16 ნოემბერი 2024,   10:50
ვრცლად
ტიკარაძეს არ აუღია პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შიდა ინტრიგების გამო დატოვა თანამდებობა - ვახტანგ კალოიანი

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა. ოპოზიციაში გადაწყვეტილებას მიესალმებიან და აღნიშნავენ, რომ პოლიტიკაში ცვლილებები აუცილებელია. 

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ ტიკარაძემ თანამდებობა შიდა დაპირისპირების გამო დატოვა. 

"სამწუხაროდ, მას არ აუღია პოლიტიკური პასუხისმგებლობა და შიდა ინტრიგების გამო დატოვა თანამდებობა. მნიშვნელოვანია პოლიტიკის და დამოკიდებულებების ცვლილება,"- აცხადებს კალოიანი. 

პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე კი ამბობს, რომ ეკატერინე ტიკარაძეს ეს ნაბიჯი დიდი ხნის წინ უნდა გადაედგა.

"იმედი მაქვს, რომ მის ადგილზე პროფესიონალი მოვა. დიდი ხანია ის მოსახსნელი იყო, რადგან პანდემიის 22- თვიანი არაეფექტური მართვა, დიდწილად, მის კისერზე იყო,"- აცხადებს სერგო ჩიხლაძე. 

დღის ამბები