ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება, მართლმსაჯულების და საარჩევნო რეფორმა - ეს ის საკითხებია, რომელზეც ოპოზიცია შეხვედრისას გაამახვილებს ყურადღებას.
სალომე სამადაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება არღვევს მთელ რიგ ვალდებულებებს, რომელიც ქვეყანას აღებული აქვს, როგორც კონვენციებზე ხელმომწერ მხარეს. შესაბამისად, ის სწორედ ამ პრობლემებზე აპირებს საუბარს ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან.
"გირჩის" წევრი ჰერმან საბოს განცხადებით, ისინი შეეცდებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გააცნონ "გირჩის" ხედვა.