დღეს გაირკვევა, შეძლებს თუ არა დმანისის ახალი საკრებულოს შემადგენლობა თავმჯდომარის არჩევას, იმის ფონზე, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ისევ ბოიკოტის რეჟიმში არიან და არ აპირებენ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას.
საკრებულოში მივიდა"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რამიზ რამაზანოვი,რომელიც რამდენიმე დღე გაუჩინარებული იყო.
როგორც რამაზანოვი ამბობს, საკრებულოში მივიდა იმ ხალხის გამო, რომლებმაც ხმა მისცეს, რადგან მათ წინაშე გააჩნია ვალდებულება.
ოპოზიცია დმანისში კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება.