16 ნოემბერი 2024,   10:58
ვრცლად
ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიმიყენებია - კახა კალაძე ერიკა ოლსონთან დაკავშირებით გაკეთებულ რეპლიკაზე

კახა კალაძე აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ კელის მიერ გაკეთებული განცხადება მისთვის გაუგებარია. 

"არასდროს ჩვენი უცხოელი პარტიორებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, მათ შორის, არც გუშინ. არ არსებობს ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი“, - განაცხადა თბილისის მერმა. 

კახა კალაძის თქმით, მან არ იცოდა, არსებობდა თუ არა კონკრეტული თანამდებობა, რომელზეც ჟურნალისტი საუბრობდა.

"გაუგებარია იან კელის განცხადება. მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია და თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე სტრატეგიულ პარტნიორებს, რომელიმე უცხოელ მეგობარს მივაყენე შეურაცხყოფა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. გუშინდელი ჩემი რეპლიკა არანაირი შეურაცხყოფა არ იყო. ეს, უბრალოდ, ჩემი პრობლემა იყო თანამდებობის დაკონკრეტების ნაწილში. მე არ ვიცოდი, ეს თანამდებობა, თორემ შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია,"- განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები