16 ნოემბერი 2024,   10:59
ვრცლად
სად იმყოფებოდა რამიზ რამაზანოვი, რომლის შესახებ "ნაცმოძრაობა" ამბობდა, რომ გაუჩინარდა და ვერ უკავშირდებოდნე

დმანისში საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ოპოზიციონერი დეპუტატი რამიზ რამაზანოვი აირჩიეს.

რამაზანოვმა თავისი გაუჩინარების მიზეზად ნათესავებთან წასვლა დაასახელა. ასევე კომენტარი გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატების ბრალდებებზე და თქვა, რომ მასზე არანაირი ზეწოლა არ მომხდარა. 

"ორი დღე ვიყავი ჩემს ახლობლებთან. არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, უბრალოდ, დმანისი არის პოლიტიკურ ჩიხში, ამიტომ მოვედი, რომ რაიმე გამოსავალი ვნახოთ. ავირჩიეთ თავჯდომარე და მომცეს კარგი შესაძლებლობა, რომ გავმხდარიყავი მოადგილე,"- განაცხადა რამიზ რამაზანოვმა.

რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებებს რამაზანოვთან დაკავშირებით, ლევან მოსეშვილის თქმით, ეჭვები, რომელიც რამიზ რამაზანოვის გატაცებასთან დაკავშირებით ჰქონდა, დღეს მმართველის გუნდის ქმედებებმა ნათლად დაადასტურა, როდესაც რამაზანოვი საკრებულოში პოლიციის თანხლებით უკანა შესასვლელიდან შეიყვანეს. 

დღის ამბები