16 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
პრეზიდენტის ინსტიტუტი ომბუდსმენის სიმაღლეზე რომ იყოს, გაცილებით დიდი დამაჯერებლობა ექნებოდა - ოპოზიცია დეპოლარიზაციაზე

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, საყოველთაო შერიგების შესახებ შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი თანხმდება, რომ პოლიტიკური შერიგება აუცილებელია. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, ბაჩო დოლიძისთვის პრეზიდენტის განცხადების პათოსი მისაღებია და ამბობს, რომ ქვეყანაში დეპოლარაზაციაა საჭირო. თუმცა აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გაცილებით დიდი დამაჯერებლობა ექნებოდა, პრეზიდენტის ინსტიტუტი სათანადო სიმაღლეზე, რომ იყოს.

"პათოსი, რომელიც არის აღნიშნულ განცხადებაში, აბსოლუტურად მისაღებია და საჭიროა. საჭიროა ჩვენი მოქალაქეების დეპოლარიზაცია, საჭიროა დამშვიდება, საჭიროა ამ პოლიტიკური კონიუნქტურის მოშორება აბსოლუტურად ყველა სფეროდან. თუმცა, რომ იყოს პრეზიდენტის ინსტიტუტი იგივე სიმაღლეზე, როგორიც არის მაგალითად ომბუდსმენის ინსტიტუტი, გაცილებით დიდი დამაჯერებლობა ექნებოდა ამ განცხადებას," - ამბობს ბაჩო დოლიძე.

პარლამენტის წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ფუნდამენტურ საკითხებზე კონსენსუსი აუცილებელია. 

"არის რამდენიმე ფუნდამენტური და პრინციპული საკითხი, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ტერიტორიული მთლიანობა, NATO-ში ინტეგრაციის საკითხი, ევროკავშირში ინტეგრაცია. ამ საკითხებთან დაკავშირებით დავიწყოთ ფართო კონსესუსი და ამ გზის მიღწევაში რა გვიშლის ხელს დავიწყოთ იმ ფაქტორების გამორიცხვა,"- ამბობს პაატა მანჯგალაძე. 

დღის ამბები