16 ნოემბერი 2024,   11:23
ვრცლად
აქვს თუ არა პრეზიდენტის ინიციატივას პერსპექტივა - განსხვავებული მოლოდინები და პირობები პოლიტიკურ აქტორებს შორის

პოლარიზაციის დასრულებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის ინიციატივით გამართულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე ისაუბრა. აქვს თუ არა სალომე ზურაბიშვილის წინადადებას პერსპექტივა - ამისთვის პოლიტიკური მხარეები ერთგვარ დათქმებს აყენებენ. პირველი პირობა ოპონენტებს მმართველმა გუნდმა წაუყენა, რაც წარსულში ჩადენილი დანაშაულების მონანიებას და მოვლენების სამართლებრივად შეფასებას გულისხმობს. სახელისუფლო პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია, რომელიც შეთანხმებაზე საუბრობს, ქმედებებით საპირისპიროს ადასტურებს. 

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს ნდობა არ აქვს, თუმცა "ნაციონალური მოძრაობაც" და მისი კოლეგებიც თანხმდებიან, რომ პოლიტიკური შერიგება ეროვნული ინტერესებისთვის აუცილებელია.

შერიგება რომ არ გამოვა, ამაზე მმართველი გუნდის თავმჯდომარეც საუბრობს. ირაკლი კობახიძე მთავარ ოპონენტებს მოუწოდებს, პირველ რიგში დანაშაულები მოინანიონ და თქვან, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის.

ოპოზიციის ერთი ნაწილისთვის პრობლემას ორივე პოლიტიკური მოწინააღმდეგის განწყობები ქმნის. "გირჩში" ფიქრობენ, რომ არც მმართველ გუნდს და არც ყოფილ მმართველ პარტიას შერიგების სურვილი რეალურად არ აქვთ. ლელოში კი მზაობა უკვე გამოთქვეს დიალოგში აქტიურად ჩაერთონ, პროცესის დაძვრას პოლიტიკური ძალა ახლა თავად პრეზიდენტისგან ელოდება.

იქნება, თუ არა მოლაპარაკების მორიგი რაუნდი პოლიტიკურ პარტიებს შორის - პრეზიდენტს ჯერ განმარტებები არ გაუკეთებია, არც ის დაუკონკრეტებია, როდის ჩაინიშნება პირველი შეხვედრა.

დღის ამბები