დიდი შვიდეულის ქვეყნებმა რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში მოსალოდნელი მძიმე შედეგების შესახებ გააფრთხილეს და მას მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდეს.
რუსეთ-უკრაინას შორის არსებული კრიზისის განსახილველად დიდი შვიდეულის წევრებისა და ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრა დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლივერპულში გაიმართა. შეხვედრას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც ესწრებოდა.
ქვეყნების წარმომადგენლებმა საერთო პოზიცია დააფიქსირეს იმასთან დაკავშირებით, რომ მტრული პოლიტიკის გამტარებელი მხარეების მზარდი აგრესიისგან თავის დასაცავად ქვეყნების ერთიანობაა საჭირო.