რუსეთის განცხადებას, რომ NATO-მ საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს, ხავიერ კოლომინა ეხმაურება.
როგორც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი წერს, რუსეთს სურს უკარნახოს საქართველოსა და უკრაინის მსგავს ქვეყნებს თუ რა არჩევანი გააკეთონ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით.
"როგორც NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცოტა ხნის წინ რიგაში გამოხატეს, ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთგული ვართ," - წერს ხავიერ კოლომინა "ტვიტერის" გვერდზე.