პარლამენტი მინისტრის საათის ფორმატში კვირის განმავლობაში ორ მინისტრს მოუსმენს. დეპუტატები იუსტიციისა და ეკონომიკის მინისტრების ანგარიშებს ჩაიბარებენ.
რატი ბრეგაძეს ოპოზიციის წარმომადგენლები სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე და ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობაზე დაუსვამენ მწვავე კითხვებს.
"ბრეგაძესთან ძალიან ბევრი საკითხია, მათ შორის პენიტენციალურ სისტემაში და სხვა მის დაქვემდებარებულ უწყებებში გარკვეული კორუფციის ნიშნები გამოკვეთა აუდიტის სამსახურმა, ამაზე ვისაუბრებ. ასევე, მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით არაადამიანურ მოპყრობასთან არის საუბარი და ამ თემაზეც დავუსვამ კითხვებს,“ - ამბობს პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე.
მმართველი გუნდში კი, კონკრეტული საკითხების გამოყოფა უჭირთ. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სამინისტროების პორტფელები იმდენად მრავალმხრივია, რომ ერთი კონკრეტული პრიორიტეტის გამოყოფა რთულია.