16 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
ნუ ეძებთ ინტრიგებს, იმიტომ, რომ ეს უბრალოდ არ არსებობს - ეკატერინე ტიკარაძე გადადგომის შემდეგ კამერებთან პირველად გამოჩნდა

თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 4 დღის შემდეგ ეკატერინე ტიკარაძე კამერებთან ისევ გამოჩნდა.

ეკატერინე ტიკარაძეს მედიასთან ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია. მთავარი კითხვა ახლა არის ვინ შეცვლის ტიკარაძეს და ვინ გახდება ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, ვინ შეცვლის მას, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი. მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურის დასახელებაც სწორედ მთავრობის მეთაურის პრეროგატივაა. 

რაც შეეხება შეკითხვას, რატომ არ დაესწრო ეკატერინე ტიკარაძე მთავრობის დღევანდელ სხდომას და იყო თუ არა ეს მისი მხრიდან გარკვეული პროტესტი, ტიკარაძე მედიას პასუხობს, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. 

"არანაირი პროტესტი არ ყოფილა, ამის საფუძველი არ არსებობს და საერთოდ ვთვლი, რომ პროტესტი არის დესტრუქცია. მე მოვუწოდებ საზოგადოებას, რომ არ მიმართონ არანაირ პროტესტის ფორმას და ამას რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან არ დავუშვებ. ნუ ეძებთ ინტრიგებს იმიტომ, რომ ეს უბრალოდ არ არსებობს,"- ამბობს ეკატერინე ტიკარაძე

დღის ამბები