აზარტული თამაშების რეგულირების კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა - მთავრობა ცვლილებათა პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს, რასაც დღევანდელ ბიუროს სხდომაზე მხარი დაუჭირეს.
ასაკობრივი ცენზი, გაზრდილი გადასახადი და რეკლამირების აკრძალვა - ეს ინიციატივის ძირითადი მიმართულებებია.
აზარტულ თამაშებზე შეზღუდვა ერთ მილიონამდე მოქალაქეზე გავრცელდება. თემის დეტალები და დეპუტატების შეფასებები "კურიერში" ექვს საათზე.