03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
ორგასაღებიანი სისტემა - ალტერნატიული კანონპროექტი ფარულ მოსმენებზე

საკანონმდებლო ორგანოში დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით ალტერნატიულ კანონპროექტს წარადგენენ. ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა ძალოვანი უწყებებისთვის მოსმენებზე წვდომის ჩამორთმევას და ამ უფლების მობილური ოპერატორებისა და სასამართლოსთვის გადაცემას ითვალისწინებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტს შეუძლია მიიღოს პრინციპი იმასთან დაკავშირებით, რომ შსს-ს წარმომადგენლებს პირდაპირი წვდომა აღარ ჰქონდეთ მოსმენებზე და ე.წ. გასაღები გადაეცეთ მობილურ ოპერატორებსა და სასამართლოებს.

გიგაური მოუწოდებს პარლამენტსა და თითოეულ დეპუტატს, რომ არ დაუჭირონ მხარი საკითხის გადავადებას. იგი ასევე მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რომელიც ვეტოს გამოყენებას ითვალისწინებს.

იმავე პოზიციას იზიარებენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც.“

ალტერნატიული კანონპროექტის ავტორი არასამთავრობოები ევროპის გამოცდილებაზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს ერთგასაღებიანი სისტემა და ე.წ. გასაღები აქვთ მხოლოდ მობილურ ოპერატორებს. მათი თქმით, ფარულ მოსმენებზე წვდომა ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც აუცილებლად უნდა ჩამოერთვას შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ამავე თემაზე
დღის ამბები