16 ნოემბერი 2024,   11:26
ვრცლად
ანა დოლიძეს პოლიტიკური შერიგების საკუთარი გეგმა აქვს

შერიგებისა და სიმართლის კომისიის სამუშაო გეგმაზე საუბრობს ანა დოლიძე. მისი განცხადებით, ეს პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს. დოლიძის თქმით, ეს ინიციატივა მას 2012 წლიდან აქვს. პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა აღდგენითი მართლმსაჯულების მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

"შევქმნათ სიმართლის პროცესი, ანუ ადგილი-ასპარეზი სადაც რეპრესიული რეჟიმის დროს დაზარალებულები გამოვლენ, მოჰყვებიან თავიანთ წუხილს, თავიანთ ტკივილს და საჯაროდ გააცნობენ ამას საზოგადოებას. შერიგების ნაწილი უნდა იყოს პოლიტიკურად დაზარალებული ადამიანების უფლებების აღდგენა. დასრულდება ყველა ის დღესაც კი რია საქმე, რომლებიც ეხება პოლიტ პატიმრებსა და პოლიტ დევნილებს,"- აცხადებს ანა დოლიძე.

დღის ამბები