16 ნოემბერი 2024,   11:24
ვრცლად
აშშ მხარს უჭერს საქართველოში მართლმსაჯულების რეფორმის გაგრძელებას - კელი დეგნანი

"უწყვეტი სამართალწარმოების პრინციპის დამკვიდრება სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში" - ამ თემაზე მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესში უწყვეტი სასამართლო განხილვის პრინციპის დამკვიდრების მიმართულებით არსებულ ხედვებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

"ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ საქართველოს მართლმსაჯულების განვითარების ნაწილია. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმის გაგრძელებას. არის მკაფიო საგზაო რუკა, რომელიც დაფუძნებულია ვენეციის კომისიის, ოდირის, სამართლის საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების რეკომენდაციებზე. ასე რომ, ნათელია, რა შემდგომი რეფორმებია საჭირო, რათა მართლმსაჯულების სისტემა განმტკიცდეს და უზრუნველყოფილი იყოს, რომ მოქალაქეები ენდობოდნენ მართლმსაჯულების სისტემას, ჰქონდეთ დროული და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის ადმინისტრირება. გულწრფელად იმედი მაქვს, რომ რეფორმები მალე გატარდება," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები