ბრიუსელის სამიტზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილსა და NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შორის შეხვედრა დასრულდა.
სტოლტენბერგმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ პრემიერი გააგრძელებს საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს, მათ შორის, სასამართლო სისტემის რეფორმის კუთხით. ასევე, მოუწოდა მას, ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, პოლარიზაციის შემცირების მიზნით.
"პრემიერ-მინისტრი გააგრძელებს რეფორმების განხორციელებას და, ასევე, იმუშავებს ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებით სასამართლო სისტემის რეფორმაზე და ა.შ. ასევე, მას მოვუწოდებთ, ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, რათა შემცირდეს პოლარიზაცია ქვეყანაში.
NATO ელის, რომ საქართველო მხარს დაუჭერს დემოკრატიულ რეფორმებს, რაც ხორციელდებოდა ბოლო წლების განმავლობაში.
ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის, რა თქმა უნდა გაგრძელდება საქართველოს და NATO-ს შორის პარტნიორობა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ გაიღო ავღანეთში, რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც ის ეხმარებოდა ავღანელებს საკუთარ ქვეყანაში მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. ის ძალისხმევა, რომელიც საქართველომ გაიღო 11 სექტემბრის შემდეგ, დასაფასებელია,"-განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.